Saturday, June 27, 2015

პროექტი ,,მსოფლიოს მუზეუმები"

              პროექტის მთავარი იდეა(თემა):პროექტის მონაწილეები იკვლევენ მსოფლიოს მუზეუმების ისტორიას და მათ როლს ხელოვნების,ისტორიის და მეცნიერების განვითარებაში.

              პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან პროექტზე მუშაობას.მოიძიებენ ინფორმაციას ,ფოტომასალას მსოფლიო მუზეუმების ისტორიის შესახებ და მასში  დაცული  ექსპონატების შესახებ.ესეების დაწერას,რომელშიც მოსწავლეები დაასაბუთებენ მუზეუმის საგანმანათლებლო დანიშნულებას.მათი ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებას. თითოეული მათგანისათვის ეტიკეტის მომზადებას  იმ სახით,როგორც ეს მუზეუმშია მიღებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსია მუზეუმში მისი საქმიანობის უკეთ გასაცნობად.
            პროექტის მიზნები: ადამიანისა და საზოგადოებისათვის მუზეუმის როლზე, მის დანიშნულებაზე მსჯელობის ,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების და გამოყენების,საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
            მონაწილეთა ასაკი: VI-VII კლასი.
            ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
            მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი,ხელნაწერი გაზეთი,საუკეთესო ესეების კრებული,ფოტო ნამუშევრების გამოფენა,აფიშის ,მოსაწვევი ბარათის მომზადება.კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა-ჩვევების გაღრმავება.ინტერვიუების,რეპორტაჟების შექმნის უნარის გაუმჯობესება.პრეზენტაცია.
         პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები:სახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,მარკერები,ინტერნეტი,დამხმარე ლიტერატურა.
        პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): დამხმარე ლიტერატურით და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება.ექსკურსიის მოწყობა მუზეუმში.ფოტოების გადაღება.განიხილავენ ჯგუფის წევრების მიერ მოძიებულ მასალებს, რომელთაც ესეებისთვის გამოიყენებენ. არჩევენ ნამუშევრებს გამოფენისთვის.ჯგუფის წევრებისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს.გეგმავენ შესასრულებელ სამუშაოს და ინაწილებენ ფუნქციებს.
        საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოცემული თემა პროექტის მიხედვით ითვალისწინებს სხვადასხვა საგნებთან კავშირს.ლიტერატურულ ნაწარმოებებთან,ისტორიასთან-ისტორიულ წყაროებთან,გეოგრაფიასთან-გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.ხელოვნებასთან-თითოეული ექსპონატის თუ მუზეუმის ,როგორც ხელოვნების ნიმუშის და ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღება და განზოგადება.ისტთან -ინტერნეტით საჭირო მასალების მოძიება.
   იხილეთ შეფასების რუბრიკა:



No comments:

Post a Comment